საზღვარგარეთ თვითდასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ
საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა ინიციატივა და დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში თვითდასაქმებულებით ბენეფიციართა წრე გაიზარდა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ თურქეთში თვითდასაქმებულებმა დახმარების თხოვნით აჭარის მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს. ინიციატივის თანახმად, საზღვარგარეთ და, მათ შორის, თურქეთში თვითდასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
“არსებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში ასეთი კატეგორიის 30 000 მოქალაქეა. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი იმ დოკუმენტების სია, რომელთა წარმოდგენაც თვითდასაქმებულებს მოუწევთ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.