კახეთში მუზეუმები გაიხსნა

კახეთში არსებული მუზეუმები დღეიდან გაიხსნა. თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე დამთვალიერებლები მხოლოდ ერეკლე მეორის სასახლე-მემორიალის დათვალიერებას შეძლებენ, რადგან სხვა საექსპოზიციო დარბაზებში კონდიცირებით უზრუნველყოფა მიწის ქვეშ მდებარეობის გამო ვერ მოხდება.

“დღეს გაიხსნა ისტორიული მუზეუმი ყველა წესის დაცვით, ჯერჯერობით, გაიხსნა მხოლოდ სასახლე-მემორიალი, რადგან დანარჩენი დარბაზები, რომლებიც ახალ მუზეუმშია მოთავსებული, მიწისქვეშ ნაგებობებია და, ახალი რეგულაციების თანახმად, კონდიციონერის ჩართვა არ შეიძლება”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა.

მისივე განმარტებით, მუზეუმის გახსნის პირველი დღე დამთვალიერებლის სიმრავლით არ გამოირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები