ზვიად გაბისონიამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივ სტრუქტურიზებული სადოქტორო პროგრამის შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივ სტრუქტურიზებული სადოქტორო პროგრამის თაობაზე გამართულ დისტანციურ შეხვედრაზე გიოტინგენისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის, ასევე, ფოლკსვაგენის ფონდის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო​ მონაწილეობა.

ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ფონდის დირექტორმა მადლობა გადაუხადა გერმანელ პარტნიორებს აქტიური მუშაობისთვის, ხაზი გაუსვა პროგრამის არსებობის მნიშვნელობას ახალგაზრდა მეცნიერების კარიერული განვითარების ხელშეწყობისა და სამომავლოდ სამეცნიერო კველევების განვითარებისთვის. შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე მხარეებმა პროგრამის გამართულად მუშაობის საკითხი განიხილეს და ამ მხრივ სამომავლო მხარდამჭერი ღონისძიებები დასახეს.
აღნიშნული პროგრამა ფინანსდება რუსთაველის ფონდისა და ფოლკსვაგენის ფონდის თანადაფინასებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები