“მე ვფიქრობ, პოზიტიური შეფასებები ჩვენთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს.
მისი თქმით, ანგარიშში საქართველოს ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ პოზიტიურად არის შეფასებული.
„საკმაოდ პოზიტიური და პროფესიონალური ანგარიშია, რაც გამოქვეყნდა ანტიტერორისტული საქმიანობის შესახებ. ის აფასებს, საერთოდ, მსოფლიოში შექმნილ რთულ ვითარებასა და გამორჩეულ საქმიანობას, პროფესიონალიზმის მაღალ დონეს უსაფრთხოების სამსახურების, კერძოდ, ანტიტერორისტული ქვედანაყოფების. მე ვფიქრობ, პოზიტიური შეფასებები უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა ჩვენთვის და რომ არა მოხსენებები ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოს პოზიტიური გამოცდილების დაფიქსირება, საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ ჩვენ გვყავს საიმედო დაცვა ტერორიზმისგან, რომელიც არის მსოფლიო გამოწვევა”, – განაცხადა ვოლსკიმ.