საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით – უახლოესი დღეების პროგნოზი
“28 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება”, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“25 ივნისიდან 28 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
25 ივნისს ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.