გიორგი რურუა: მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე
“მინდა, გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას – ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთერთი მეწილე, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება საზოგადოების მთავარი მოთხოვნა იყო და არის.
“მინდა, გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშვნას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.
პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე”, – წერს გიორგი რურუა.