წყალტუბოში ოლიმპიზმისა და სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

წყალტუბოში ოლიმპიზმისა და სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა. სპორტულ ღონისძიებაში ა(ა)ი.პ “სპორტული კლუბების გაერთიანების” ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა ევრო ოლიმპიადის ჩემპიონ იაკობ ქაჯაიასთან ერთად მიიღეს მონაწილება.

გარბენის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები მუნიციპალიტეტის მერმა – გრიგოლ იოსელიანმა და მოადგილე  ალექსანდრე დადუნაშვილმა გადასცეს. ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები