ნატო ბათუმის პორტში აშშ-ის ხომალდის ჩასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ნატო-ში ბათუმის პორტში აშშ-ის ხომალდის ჩასვლას ეხმიანებიან და აღნიშნავენ, რომ ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და წვრთნების ჩატარების მიზნით ხომალდი შავ ზღვას მესამედ ეწვია.
ამის შესახებ სოციალურ ქსელშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ ნატო-ს მეზღვაურები, საერთაშორისო სამართლის მიერ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, შავ ზღვაში რუტინულად პატრულირებენ.
“ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები აპრილი თვეში შავ ზღვაში – საქართველოსა და უკრაინაში საწვრთნელი ოპერაციების სიხშირის ზრდაზე შეთანხმდნენ. მათ გადაწყვიტეს, რომ აუცილებელია როგორც ჰიბრიდული ომის მექანიზმების წინააღმდეგ მიმართული ღონიძიებების მხრივ მეტი კომუნიკაცია, ასევე, წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის საჰაერო გადაადგილების შესახებ ინფორმაციის გაზიარება”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.