პარლამენტთან გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან რურუას მხარდამჭერებისა და მეგობრების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები 8 მარტის შეთანხმების შესრულებასა და რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათივე თქმით, თუკი გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები