ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მყარი საფუძველი არსებობს

„საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მყარი საფუძველი არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მხარდაჭერას შეეხებოდა. კობახიძის შეფასებით, დეპუტატი, რომელმაც ორი დღის წინ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარდაჭერა გამოუცხადა და მეორე მოსმენისთვის უარს იტყვის მის მხარდაჭერაზე, ეს ნიშნავს, რომ იგი „ნაციონალურ მოძრაობასთან” მძიმე და არასწორ გარიგებაში შევიდა.

„ასეთ ღია გარიგება „ნაციონალურ მოძრაობასთან” უნდა დააფიქსიროს იმ დეპუტატმა, რომელიც მეორე მოსმენის დროს მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. პირველი მოსმენის დროს, ორი დღით ადრე თუ უჭერდი მხარს და თუ ორი დღის შემდეგ შეიცვალე პოზიცია, ეს ნიშნავს, რომ შენ შეხვედი ძალიან მძიმე და არასწორ გარიგებაში. ბუნებრივია, ნებისმიერი დეპუტატისთვის მომგებიანი არ იქნება ასეთი რამის დემონსტრირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რისკის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები და ხვალ 116 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენის დროს, „ევროპული საქართველოს” გარეშე, 116 დეპუტატის მხარდაჭერა დაფიქსირდა, შესაბამისად, მოლოდინია, რომ ხვალ ამავე 116 დეპუტატის მხარდაჭერა დაფიქსირდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიღებას 113 მხარდაჭერა სჭირდება, აქედან გამომდინარე, მყარი საფუძველია ოპტიმიზმისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები