სამხრეთ კორეაში კორონავირუსის მეორე ტალღაა
სეულსა და მის მახლობლად კორონავირუსით ინფიცირების მეორე ტალღა ფიქსირდება, – განაცხადა სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ადა პროფილაქტიკის ცენტრის ხემძღვანელმა, ჩონ ინ გენმა.
“თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ მეორე ტალღა შემოდგომასა და ზამთარში იქნებოდა. მაგრამ ჩვენი პროგნოზები არ გამართლდა. ვფიქრობთ, რომ იქამდე, სანამ ადამიანები მჭიდროდ იკონტაქტებენ, ვირუსის გავრცელება გაგრძელდება”, – თქვა ჩონ ინ გენმა.
მის აზრით, სეულში მეორე ტალღა მაისში გამოვლენილი რამდენიმე კლასტერის გაგრძელებაა.
თავის მხრივ, სეულის ადმინისტრაცია გაფრთხილებით გამოვიდა, რომ ქალაქში შესაძლოა, სოციალური დისტანცირების მკაცრი რეჟიმი დაწესდეს, თუ უახლოეს სამ დღეში ყოველდღიური მატება საშუალოდ 30 ადამიანს შეადგენს და თუ საავადმყოფოები 70%-ზე მეტად იქნება გადავსებული.