გიორგი რურუა საკონსტიტუციო ცვლილებებს მიესალმება
„მივესალმები გუშინ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს და იმედი მაქვს, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება”, – ამის შესახებ ბრალდებულმა გიორგი რურუამ სასამართლო სხდომის დაწყების დროს განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით კენჭისყრის საკითხს გამოეხმაურა.
რურუას იმედი აქვს, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება.
„მინდა, გუშინდელ გადაწყვეტილებას შევეხო, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას ეხება. მივესალმები ამ შეთანხმებას და იმედი მაქვს, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ასევე მახარებს, რომ ნაბიჯი წინ გადაიდგა”, – განაცხადა რურუამ.