სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს – 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა (ფოტო, ვიდეო)
სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სადაც ტურისტულ სეზონზე მომხმარებლის რაოდენობა განსაკუთრებით იმატებს, სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.
როგორც “კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობის შემოწმებასთან ერთად, სააგენტოს წარმომადგენლები გასცემენ რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე, რაც კვების ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია.
“ამ ეტაპისთვის, სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა იმერეთის რეგიონში, ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების 46 ობიექტში. 11 ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 22”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.