ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს (ფოტო, ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებს მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობის მონიტორინგი როგორც ცოცხალი ძალის, ასევე, თერმული დრონის საშუალებით.

“მუშაობას განაგრძობს საველე შტაბი. ადგილზე მობილიზებულია 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის, მყვინთავთა ჯგუფი – 7 გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. ადილზე, ასევე, მობილიზებულია ყველა სხვა საჭირო ტექნიკა.

19 ივნისს, დაახლოებით, 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო და საძიებო სამუშაოები”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები