მარინა ეზუგბაია: საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების ინფიცირების წყარო ცნობილია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.
„გამოჯანმრთელებული არის 11. იყო 741, ახლა არის 752. ამ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, 132 პაციენტი მკურნალობს კოვიდის ცენტრებში. ახალი დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი და ეს შემოტანილ შემთხვევად ითვლება, ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი ბოლნისი და ერთი მარნეული. ჩვენ კლინიკაში გუშინ ახალი დადასტურებული შემთხვევა არ მიგვიღია, მხოლოდ ერთი შემთხვევა გვაქვს, რომლის კვლევა დღეს ჩატარდება და შედეგებით გადაწყდება, არის დადასტურებული თუ მოიხსნება შემთხვევის დიაგნოზი. ამ ეტაპზე გვყავს 21 დადასტურებული შემთხვევა. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი არ გყვავს. რამოდენიმე პაციენტი არის საშუალოზე მძიმე, დანარჩენები არის საშუალო და მსუბუქი პაციენტები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.