მარიამ ჯაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ჩვენი ფრაქციის მხრიდან ექვსი ხმა არის გარანტირებული

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი ფრაქციიდან ექვსი ხმა გარანტირებული აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, ეს არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკური ამბიციები გადადებული უნდა იყოს.

„ჩვენი ფრაქციის მხრიდან ექვსი ხმა არის გარანტირებული და იმედი გვაქვს, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატები და ორი ფრაქცია მხარს დაუჭერენ აღნიშნულ პროცესს.

პარლამენტში სხვა პოლიტიკურ ფრაქციებსა და ჯგუფებსაც მოვუწოდებდით, საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის განმტკიცების გზაზე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები უაღრესად მნიშვნელოვანია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი რეფორმა საქართველოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენი მოსახლეობის ხმა უფრო პროპორციულად იყოს ასახული პარლამენტის შემადგენლობაში. ეს არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკური ამბიციები უნდა იყოს გადადებული“, – განაცხადა ჯაშმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები