მარინა ეზუგბაია: ორი ახალი შემთხვევიდან ერთი კონტაქტია დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე შემოტანილი შემთხვევაა
“ორი ახალი შემთხვევიდან ერთი არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე შემოტანილი შემთხვევაა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი პაციენტებიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რომლებიც ინფექციურში მკურნალობენ – ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკას, ძირითადად, საშუალო და მსუბუქი პაციენტები ჰყავს.
„გუშინ იყო 893 შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ ორი და გახდა 895. გამოჯანმრთელებულებიც დაგვემატა ორი და ამჟამად არის 741. ორი ახალი შემთხვევიდან ერთი არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე შემოტანილი შემთხვევაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამაჟამად, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშო კოვიდდადასტურებული 21 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ქვეყნის მასშტაბით კოვიდცენტრებში კი კვლავ 140 პაციენტი რჩება.