სოციალური ქსელის Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის რეკლამა წაშალა, რადგან ის “სოციალური ქსელის წესებს ეწინააღმდეგება და მასში ორგანიზებული შურისძიების შემცვლელი კონტენტი იყო”.
ტრამპის შტაბის რეკლამებზე გამოსახული იყო ამოტრიალებული წითელი სამკუთხედი, რომელსაც ნაცისტები პოლიტიკური პატიმრების ამოსაცნობად იყენებდნენ, სარეკლამო ტექსტი კი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ანტიფაშისტური მოძრაობის, „ანტიფას“ წინააღმდეგ პეტიციაზე ხელისმოწერას სთხოვდა.
„ჩვენი წესები კრძალავს სიძულვილის შემცველი იმ სიმბოლოების კონტექსტის გარეშე გამოყენებას, რომელსაც სიძულვილის ჯგუფები პოლიტიკური პატიმრების იდენტიფიცირების მიზნით იყენებდნენ“, – განაცხადა Facebook-ის წარმომადგენელმა.
სიმბოლო ფიგურირებდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ასევე, ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსისა და ტრამპის მხარდამჭერთა ჯგუფის “ფეისბუქგვერდების” მიერ გავრცელებულ რეკლამებში.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.