კახა კუჭავა: Contrepoints-ის სტატიაში მითითება კეთდება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს

“Contrepoints-ის სტატიაში მითითება კეთდება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.​

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების მიმდინარეობის შესახებ უცხოურ მედიაში უფრო და უფრო მეტი ანალიზი კეთდება.

„უცხოურ მედიაში უფრო და უფრო მეტი ანალიზი და საუბარია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესებს გადის საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ფრანგული გამოცემა Contrepoints-ის სტატიაში კარგად არის გაანალიზებული და განხილული 8 მარტის ხელშკრულება. ამის შემდეგ კეთდება მითითება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის, საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს ამ ცვლილებებს და მოხდეს იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც 8 მარტს იქნა მიღწეული. პროცესის ანალიზი, რომელიც აღწერილია ამ სტატიაში და ის მომავალი შედეგი, რომელსაც ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად მივიღებთ, პირდაპირ არის მითითებული – თუ რამდენად უფრო დააჩქარებს საქართველოს სვლას ევროკავშირისა და ნატო-საკენ”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები