გია ვოლსკი: მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის არჩევისას სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ
საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის არჩევისას სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
“მე მაინც მგონია, რომ უნდა დაველოდოთ კენჭისყრას და მიიღებენ სამართლიან გადაწვეტილებას, ობიექტურს. მე ასე მგონია. ვინ იქნება კანდიდატურა, მე ნამდვილად არ ვიცი”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა იქნებიან.
საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უფლებამოსილების ვადა უკვე ყოფილ თავმჯდომარე ზაზა თავაძეს ამოეწურა.