ნათია თურნავა: იმედი გამოვთქვით, რომ შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ ისრაელთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე საუბარს

„კოვიდინფექციაზე საუბრისას კონკრეტული ვადის დასახელება რთულია, მაგრამ იმედი გამოვთქვით, რომ ისრაელი სწრაფად გადალახავს ეპიდემიოლოგიური აფეთქების ტალღას და შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ საუბარს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე”, – ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელმაც ისრაელის ტურიზმის მინისტრ ასაფ ზამირთან ონლაინშეხვედრა გამართა.

მინისტრებმა ისრაელში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს და შეაფასეს ის პერსპექტივები, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის მიმართულებით.

„ჩვენ საკმაოდ ახლოს ვიყავით ამ გადაწყვეტილებასთან, მაგრამ ბოლო დროს ისრაელში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. თავად ისრაელის ხელისუფლებაც იჩენს დიდ სიფრთხილეს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ონლაინშეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ისრაელში – ლაშა ჟვანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები