რატი იონათამიშვილმა, სოფო კილაძემ და ნინო ლომჯარიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკანონმდებლო პაკეტი ონლაინფორმატში განიხილეს
სახალხო დამცველმა – ნინო ლომჯარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, რატი იონათამიშვილსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს დღევანდელ შეხვედრაზე ომბუდსმენის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და შენიშვნები გააცნო.
კანონპროექტი, რომელიც 28 საკანონმდებლო აქტს აერთიანებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, იცვლება შშმ პირთა სტატუსის მიღების პროცედურა და საფუძვლები. ასევე, იცვლება მთელი რიგი საკითხები სერვისის მიღების, ადვოკატირების, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გარემოს მისაწვდომობის შესახებ.
კანონი თანაბრად გავრცელდება როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორზე.
კანონპროექტში მეორე მოსმენისთვის არაერთი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული.