“მაღალი ტემპერატურის ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი” – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
“20 ივნისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა”, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, +31, +36 გრადუსამდე დათბება.
“დღეს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე, მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარების ინტენსიურმა დნობამ შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა კი, +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.