ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პრეპარატ “დექსამეტაზონით” კორონავირუსის მკურნალობას “სამეცნიერო გარღვევა” უწოდა.
კვლევის თანახმად, აღნიშნული პრეპარატი კოვიდ19-ის პაციენტებში, რომლებიც ფილტვების ხელოვნურ აპარატზე იმყოფებიან, სიკვდილიანობას 35%-ით ამცირებს, ხოლო პაციენტებს, რომლებსაც ჟანგბადის მკურნალობა უტარდებათ, – 20%-ით.
როგორც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, თედროს ადჰან გებრეიესუსმა განაცხადა, “ეს პირველი წამალია, რომელმაც სიკვდილიანობა შეამცირა. ეს შესანიშნავი სიახლეა, და მე ვულოცავ ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს, ბრიტანეთის უამრავ საავადმყოფოსა და პაციენტებს, რომლებმაც აღნიშნულ სამეცნიერო გარღვევაში საკუთარი წვლილი შეიტანეს”.
“დექსამეტაზონი” ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც მედიცინაში 1960-ანი წლებიდან გამოიყენება. ძირითადად, ის ანთებითი და კიბოს ზოგიერთი სახეობის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის მკურნალობისთვის “დექსამეტაზონის” გამოყენებაზე ნება დართო.