თავდაცვის სამინისტრო: ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

ცალკეული მედიასაშუალებების მიერ ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, ქალთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ რაიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არ იგეგმება.

“საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მინისტრის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში საუბარი იყო ქალთა როლსა და მონაწილეობაზე თავდაცვის ძალების საქმიანობაში და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე, ასევე, სამინისტროს მიერ ქალებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, რათა მათ სურვილისამებრ შეძლონ ქვეყნის სამსახურში ყოფნა თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. შესაბამისად, ქალთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ რაიმე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილა და არც იგეგმება.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები