მარეხი ბექაია: კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 აზერბაიჯანის, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა

“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა და ისინი სატვირთო მანქანის მძღოლები არიან, 1 კი საქართველოს მოქალაქეა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქე 20 წლის მამაკაცია, რომელიც, სავარაუდოდ, ბებიისგან დაინფიცირდა.

„ამ ეტაპისთვის, 3 დადებითი პასუხია დაფიქსირებული, აქიდან 2 არის 60-წლამდე ასაკის მამაკაცი, ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, სატრანზიტო ავტოსაგზაო საშუალებით მოძრაობდნენ, საზღვარზე დაფიქსირდა მათთან სწრაფი ტესტით დადებითი პასუხი, რის შემდეგაც გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში და უკვე ჩვენთან PCR კვლევით დადასტურდა ორივე შემთხვევაში კოვიდი. ერთი არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც ასევე დადასტურდა კოვიდი, პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში და იქ გააგრძელებს მკურნალობას. ყველა არის საშუალო სიმძიმის. აზერბაიჯანის მოქალაქეებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შედიან, მათი სამუშაოდან გამომდინარე, რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, მისი ბებია ამჟამად მკურნალობს იგივე კლინიკაში, სადაც თვითონ არის გადაყვანილი, ანუ პირველწყარო ბებია იყო, რაც ჩემთვის არის ცნობილი”, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები