გოგა ჩანადირი: ეჭვი არ მეპარება, რომ აბასთუმანში გუშინწინ და დღეს ხანძარი ვიღაცამ განგებ გააჩინა

“პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ აბასთუმანში გუშინწინ და დღეს ხანძარი ვიღაცამ განგებ გააჩინა. მცირე დოზით დაუდევრობასაც არ გამოვრიცხავ”, – ამის შესახებ ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.

ჩანადირის თქმით, ის ხანძრის შემთხვევით გაჩენას, პრაქტიკულად, გამორიცხავს.

“პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ აბასთუმანში გუშინწინ და დღეს ხანძარი ვიღაცამ განგებ გააჩინა. მცირე დოზით დაუდევრობასაც არ გამოვრიცხავ.
მე კარგად ვიცნობ იქაურ (და არამარტო აბასთუმნის) ტყეებსა და იქ ხანძრის შემთხვევით გაჩენას, პრაქტიკულად, გამოვრიცხავ.

ჩემი აზრით, ვიღაცებმა ხანძარი განგებ გააჩინეს. ასეთი ადამიანები, მათი დამკვეთები და წამქეზებლები არიან ბოროტები, საშიშები, მავნებელი. დაუდევრებიც არანკლებ საშიშები არიან”, – წერს ჩანადირი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები