მუნიციპალური ტრანსპორტის 15 მარშრუტს ავტობუსების გაზრდილი რაოდენობა მოემსახურება
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის 15 მარშრუტს ავტობუსების გაზრდილი რაოდენობა მოემსახურება.
მათივე ცნობით, მგზავრთნაკადებზე დაკვირვება მომავალშიც გაგრძელდება და ყველა ის ღონისძიება გატარდება, რომელიც მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას ხელს შეუწყობს.
“მუნიციპალური ტრანსპორტის 15 მარშრუტს დღეიდან დამატებითი ავტობუსები მოემსახურება. რეკომენდაციების დაცვის მიზნით, 30 ერთეული ავტობუსი N6, N11, N17, N19, N20, N24, N32, N33, N34, N60, N62, N72, N84, N86 და N101 მარშრუტებს დაემატება.
საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდეგ, მგზავრთნაკადების მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობდა როგორც მეტროს, ასევე, ავტობუსების მიმართულებით. მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა 15 მარშრუტი, სადაც პიკის საათებში მგზავრთა გაზრდილი რაოდენობა ფიქსირდება.
მგზავრთნაკადებზე დაკვირვება მომავალშიც გაგრძელდება და ყველა ის ღონისძიება გატარდება, რომელიც მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.