ნათია თურნავა: მინდა, მოგიწოდოთ ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომ აქტიურად ესტუმროთ საქართველოს კურორტებს
“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწოდოთ თქვენ, ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომ აქტიურად ესტუმროთ საქართველოს კურორტებს, ჩვენს შესანიშნავ სასტუმროებს და მოინახულოთ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ყვარელში დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დილიდან უკვე არის სასიხარულო ცნობები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა რეგიონში სასტუმროები პრაქტიკულად დატვირთულია.
„ეს კარგი შესაძლებლობაა არა მხოლოდ იმისთვის, რომ სასიამოვნოდ გაატაროთ უიქენდი იმ შეზღუდვების მერე, რაც გვქონდა მობილობის მხრივ, არამედ ეს ერთგვარი სამოქალაქო თანადგომის აქტია, ვინაიდან ამით თქვენს წვლილს შეიტანთ ტურისტული ინდუსტრიის გვერდში დგომით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.