სოფო კილაძე: ხელისუფლებამ იმდენად კარგად იმუშავა პანდემიის პირობებში, რომ ჩვენ ამ გუნდით, ამ რეიტინგით არჩევნების ოქტომბერში ჩატარების ნამდვილად არ გვეშინია

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩატარდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მიმართ საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო გაიზარდა.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ იმდენად კარგად იმუშავა პანდემიის პირობებში და იმდენად კიდევ უფრო გაიზარდა საზოგადოების ნდობა “ქართული ოცნების” გუნდის მიმართ, რადგან ადამიანებმა დაინახეს, რომ ხელისუფლება ძალიან ეფექტიანია ამ კუთხით და ჩვენ ამ გუნდით, ამ რეიტინგით ნამდვილად არ გვეშინია არჩევნების ოქტომბერში ჩატარების, ამიტომ თეორიული შანსიც არ არის, რომ “ქართული ოცნების” ინტერესებში შეიძლება შედიოდეს არჩევნების გადაწევა, თუ ამაზე სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ არჩევნები ჩატარდეს ოქტომბერში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოქტომბერში ჩატარდეს”, – განაცხადა კილაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები