ნათია მეზვრიშვილი: გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და მოხსნილი შეზღუდვებით გაჩენილი შესაძლებლობები გამოვიყენოთ მხოლოდ აუცილებელ სიტუაციებში
“გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და სახელმწიფოს მიერ მოხსნილი შეზღუდვებით გაჩენილი შესაძლებლობები გამოვიყენოთ მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელ სიტუაციებში”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სავალდებულო წესზე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაბამისი სანქციებია გათვალისწინებული როგორც ფიზიკური, ისე – იურიდიული პირებისთვის.
“879 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, 704 გამოჯანმრთელებული ადამიანი გვყავს და, სამწუხაროდ, 14 გარდაცვლილი. როგორც ხედავთ, ვირუსი არსად წასულა, ამიტომ გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და სახელმწიფოს მიერ მოხსნილი შეზღუდვებით გაჩენილი შესაძლებლობები გამოვიყენოთ მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელ სიტუაციებში, ვიყოთ ფრთხილად”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.