საქართველოში რეკრუტირების ცენტრები 2021 წელს ამოქმედდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ჯარის პოპულარიზაციის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრმა დეპუტატებს მუნიციპალიტეტებში რეკრუტირების ცენტრების განთავსების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

„წელს შეიძლება მხოლოდ 10 ცენტრის მშენებლობა შევძლოთ, 2021 წელს კი, პროექტი დასრულდება. ჩვენი გეგმისა და ხედვის მიხედვით, აღნიშნული ცენტრები 2021 წლის სექტემბერში დაიწყებას ფუნქციონირებას. ეს პროექტი წვევამდელების რეფორმას უკავშირდება. ფრონტ ოფისები გააერთიანებს წვევამდელების საკითხს, რეზერვს, ვეტერანებისთვის იქნება ცალკე გამოყოფილი სივრცე; ცენტრს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ანტიდასავლურ პროპაგანდის წინააღმდეგ სწორი ინფორმაციის მიწოდების კუთხით, მოსწავლეების მეტი ჩართულობა მოხდება. ცენტრები კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევენ თავდაცვის ძალებს. იდეალურ შემთხვევაში, 2021 წელს საშემოდგომო გაწვევას სრულად თავდაცვის სამინისტროს რესურსით უზრუნველვყოფთ,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები