აშშ ერაყში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებს

“აშშ “უახლოეს თვეებში” ერაყში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებს”, – ნათქვამია ვაშინგტონისა და ბაღდადის მიერ ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს უკავშირდება იმ “მნიშვნელოვან პროგრესს”, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან მომდინარე საფრთხის არიდებას უკავშირდება.

ამჟამად, ერაყში 5200-მდე ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული. უკანასკნელი თვეების განმავლობაში აშშ-მა სამხედრო ბაზების რაოდენობა 12-დან სამამდე შეამცირა.

ერთობლივი განცხადება “სტრატეგიული დიალოგის” შედეგია, რომელიც ვაშინგტონსა და ბაღდადის ურთიერთობის ნორმალიზებისკენ არის მიმართული.

2020 წლის დასაწყისში ერაყსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა  დაიძაბა, ამის მიზეზი ბაღდადის აეროპორტთან ირანელი გენერლი, ქასემ სულეიმანის ლიკვიდაცია გახდა. ერაყის პარლამენტმა მომხდარზე ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის მოთხოვნით მოახდინა რეაგირება.

თუმცა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დალაგდა, რაც მაისის დასაწყისში ახალი მთავრობის ფორმირება მოხდა, რომლის ხელმძღვანელი ეროვნული დაზვერვის ყოფილი უფროსი – მუსტაფა ალ-ქაზემი გახდა, რომელიც ერაყსა და აშშ-ს შორის დიალოგის მომხრეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები