მაქს შავიტი: კაცურად მიტყდება, რომ ჩემს ქვეყანას ასე აკნინებენ და აბანძებენ, ვისთანაც გინდა, იკოტრიალე, შე კაცო თუ ქალო, ვინ გივარდება გამადიდებელი შუშით, მაგრამ საამაყო რა გაქვს
ოსკარ შინდლერის აკადემიის რექტორი, ებრაელი მხატვარი, დიზაინერი მაქს მეირ შავიტი სოციალურ ქსელში საქართველოში ისრაელის ელჩის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ “გზააბნეული ავადმყოფი მამაკაცების ქალური ორიენტაციისა და სექსუალურად დაავადებულების გეების თემებზე ღიად და სიხარულით ლაპარაკობდეს”, მიუღებელია.
მაქს შავიტის თქმით, ქართველები ჩუმად არიან, რადგან ებრაელი მეგობრების განაწყენება არ უნდათ.
“ვაჟკაცების ქვეყანაში – საქართველოში ,,გამარჯვებული და წარმატებული მეომარი ქვეყნის ისრაელის ელჩი” “გზააბნეული ავადმყოფი მამაკაცების ქალური ორიენტაციის და სექსუალურად დაავადებულების ” გეების თემებზე ღიად და სიხარულით ლაპარაკობდეს ისრაელის საელჩოს გვერდიდან და ამით ამაყობდეს
ჩემთვის მიუღებელია და მწყინს.
ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ, კაცურად მიტყდება, რომ ჩემს ქვეყანას ასე აკნინებენ და აბანძებენ,
ვისთანაც გინდა, იკოტრიალე შე კაცო თუ ქალო, ვინ გივარდება გამადიდებელი შუშით, მაგრამ საამაყო რა გაქვს, შე საწყალო, სხვასაც რომ ასმენინებ და უკუღმართობას აქებ – ბავშვები გიყურებენ, რა უნდა ისწავლონ?
პიროვნება დავბლოკე, ამაზრზენია,
მირჩევნია – არ ვუყურო, მაგრამ საელჩოს გვერდი როგორ დავბლოკო, ჩემი ქვეყნის საელჩოსი ….
ეს რა ჭირი გვჭირს –
ქართველები რომ ჩუმად არიან, მესმის – ერიდებათ, ებრაელი მეგობრები არ გაგვანაწყენონ, თუმცა ბევრი უკვე ხითხითებს.
მაგრამ ეს ჩვენი ქართველი ებრაელობა ამას თავჩაქინდრული და გაჩუმებული რატომ ატარებს – რანაირად ხდება ეს ???
ყველა თუ არა, უმეტესობა ვაჟკაცი ბიჭები არიან და დარბაისელი მანდილოსნები – რატომ მიყუებულან ? დარწმუნებული ვარ, არავის მოგწონთ ეს ანომალიები. რატომ არაფერს იტყვით? ხვალ ტაშსაც დაუკრავთ ამ გმირს? მე არსად მომიწვიოთ, სადაც ეს ბატონი იქნება მოწვეული, თორემ ამოგშლით სიიდან.
გაოცებული ვარ, ღმერთმანი….
აფსუს, დიდებული შაბთაი ცური ….
უბრალოდ, მაქს შავიტი, რომელმაც კაცობას და ღირსებას შეალია ცხოვრება”, – წერს მაქს მეირ შავიტი სოციალურ ქსელში.