თბილისში, რუსთაველის გამზირზე სახაჭაპურე N1-ში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სახაჭაპურე N1-ში ხანძარი გაჩნდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სახაჭაპურე N1-ის გამწოვის ელექტროსადენებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები