რამდენი პენსიონერი მიიღებს გაზრდილ პენსიას

1-ელი ივლისიდან პენსიონრებს 70 წელს ზემოთ გაეზრდება პენსია 30 ლარით, 250 ლარამდე. ამავდროულად, მაღალმთიან სოფლად მცხოვრებთა პენსია 300 ლარი იქნება.

ბოლო სტატისტიკით, საქართველოში 772 000-ზე მეტი პენსიონერია, აქედან 70 წელს გადაშორებულია 407 000-ზე მეტი.
ბიუჯეტიდან პენსიებით უზრუნველყოფაზე მაისში 170 მლნ-ზე მეტი გადაირიცხა, 1-ელი ივლისიდან ბიუჯეტის ხარჯი 12 მლნ-ით გაიზრდება. ამაში არ შედის მაღალმთიან სოფლად მცხოვრებთა პენსიის ხარჯი. მაღალმთიან სოფლებში 71 280 პენსიონერია რეგისტრირებული.

„წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ დაზღვევის ის მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულად, ყოველწლიურად უზრუნველყოფს, პენსია გაიზარდოს. ეს ზრდა იქნება დაკავშირებული როგორც ინფლაციასთან, ასევე, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებელთან. არის შექმნილი ქვედა ჩამკეტები. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლების პირობებშიც, ჩვენი თითოეული პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარს“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები