ცხინვალის “კგბ”: ლუგარში მუშავდება ბიოლოგიური იარაღი, რომელიც სამხრეთ ოსეთის პოპულარიზაციის განადგურებისკენ იქნება მიმართული
ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კგბ-მ” საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პატრიოტულად განწყობილი წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებისგან” ინფორმაცია მიიღო, რომ ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორიაში მუშავდება ბიოლოგიური იარაღი, რომელიც “სამხრეთოსური პოპულარიზაციის წერტილოვანი განადგურებისკენ იქნება მიმართული”.
ამის შესახებ “კგბ”-ს განცხადებაშია ნათქვამი.
მათი მტკიცებით, ასეთ ამოცანას აყენებენ საქართველოს ხელმძღვანელობის წინაშე აშშ-ის ჯარის კვლევითი სამედიცინო ქვედანაყოფის კურატორები.
გარდა ამისა, კგბ-ს მტკიცებით, დასახულია ამოცანა “რესპუბლიკაში სანიტარულ-ეპიუდემიოლოგიურ ვითარებაზე კონტროლის განხორციელება, სამხრეთ ოსეთში გავრცელებული მასობრივი ინფექციური დაავადებების, ასევე სპეციფიური ვირუსებისა და ბაქტერიების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რომლებიც სეზონური გრიპების გამომწვევი მიზეზებია”.
ასევე, ლაბორატორიას თითქოს დავალებული აქვს “დივერსიული ოპერაციების ჩატარება, რომლებიც პირუტყვის განადგურებას, ასევე მათში ინფექციური დაავადებების გავრცელებას გულისხმობს, რომ მოხდეს “ლაბორატორიაში შექმნილ ვაქცინებზე” სოფლის მეურნეობის დამოკიდებულების ფორმირება”.
ამასთან, კგბ-ში მადლობას უხდიან “საქართველოს არაგულგრილ მოქალაქეებს”, რომლებსაც ესმით ლუგარის ლაბორატორიის უკონტროლო საქმიანობის საფრთხე, რომლებიც ტერიტორიას ბიოლოგიური კვლევებისა და ექსპერიმენტების ჩასატარებლად იყენებენ, ისეთები კვლევების, რომლებიც აშშ-სა და დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია.
ასევე, მოუწოდებენ “პატრიოტულად განწყობილ საქართველოს მოქალაქეებს”დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისკენ.