სუს-ი: საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას უკიდურესად ართულებს

„მიმდინარე წლის 6 ივნისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ სამი პირი დააკავეს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით მუშაობა მიმდინარეობს”, – ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას უკიდურესად ართულებს.

„მიმდინარე წლის 6 ივნისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ სამი პირი დააკავეს.

უკანონო დაკავების ფაქტზე მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები