ბექა ფერაძე: სასტუმროებს კიდევ ერთკვირიანი ვადა აქვთ, რათა ინსპექტირება მოითხოვონ და შრომის ინსპექცია მათ მზაობას სრულიად უსასყიდლოდ შეამოწმებს

“სასტუმროებს აქვთ კიდევ ერთკვირიანი ვადა, რათა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირება და შრომის ინსპექცია მათ მზაობას სრულიად უსასყიდლოდ შეამოწმებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასტუმროებს იმ შემთხვევაში აქვთ მუშაობის უფლება, თუ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეამოწმებს და შემოწმების შედეგად დადებით დასკვნას მიიღებენ.

„ვინაიდან შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან იხსნება, სასტუმროებს აქვთ კიდევ ერთკვირიანი ვადა, რათა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირება. შრომის ინსპექცია სრულიად უსასყიდლოდ პრევენციულად, მივა, შეამოწმებს მზაობას, თუ რამდენად აქვთ მათ დანერგილი სტანდარტები, რომელიც მოთხოვნილია შესაბამისი გაიდლაინებით, რომელიც ასევე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და მხოლოდ ამ შემთხვევაში ენიჭებათ მუშაობის გაგრძელების აღდგენის უფლება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები