რომან კაკულია: ვფიქრობ, არჩევნებზე ყველაზე მეტი შანსი „ქართულ ოცნებას“ აქვს, რომელსაც ისევ მოუწევს, ამ პროცესის ლიდერი იყოს
“დგება დრო, როდესაც პოლიტიკური პარტიები საკუთარ თავს საზოგადოების წინაშე მათი იდეების მიხედვით წარმოაჩენენ”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე ყველაზე მეტი შანსი კვლავ „ქართულ ოცნებას“ აქვს, რომელსაც ისევ მოუწევს, პროცესის ლიდერი იყოს.
„დგება დრო, როდესაც პოლიტიკური პარტიები საკუთარ თავს საზოგადოების წინაშე თავიანთი იდეების მიხედვით წარმოაჩენენ ‘მათი წარსულით, რეალური სახითა და მომავლის პერსპექტივებით. ასეთ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ველი ისე დალაგდება, რომ ყველას მიეცემა საშუალება, მაშინ წარმატება სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ ისევ მოუწევს, ამ პროცესის ლიდერი იყოს იმიტომ, რომ ვისაც უნარები აქვს ხელისუფლებაში მოსვლის, ყოველ შემთხვევაში, მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილი მათ ვერ ანდობს ქვეყნის მართვას.
ვისაც აქვს ამის უნარები და, ალბათ, პერსპექტივაც, ჯერ სათანადო გამოცდილება არ აქვს. ალბათ, საზოგადოება მათთვისაც ვერ გარისკავს, ბოლომდე ანდოს ეს ყველაფერი. ამიტომ საპარლამენტო ცხოვრებაში მომავალში ვფიქრობ, რომ ბევრი ისეთი პარტია გამოჩნდება, რომელმაც სწორედ საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა აჩვენონ საზოგადოებას საკუთარი თავი, რომლის შემდეგაც მათ მიმართ საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება. ამიტომ, ამ არჩევანის გათვალისწინებით, ყველაზე მეტი შანსი ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ აქვს“, – განაცხადა კაკულიამ.