მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა

მეკობრეების მიერ გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური საქართველოშია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მეზღვაურებისთვის სპეციალური ავიარეისი – თბილისი-ლაგოსი-თბილისი შესრულდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, რომ მეზღვაურების გათავისუფლების პროცესში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და გემთმფლობელი კომპანია მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის, ნიგერიაში, გვინეის ყურეში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს. შემთხვევა 10 აპრილს მოხდა. გატაცებულებს შორის  საქართველოს 9 მოქალაქე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები