პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი აგრძელებს მკურნალობს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს, – ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას ერთი პაციენტი გადის.
“8 ივნისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 7 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 3 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 6 პაციენტი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.