7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეა

„სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება” – ამ სლოგანით 7 ივნისს მსოფლიო სურსათის უვნებლობის დღეს მეორედ აღნიშნავს.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ დაწესდა.

მისი მიზანი სურსათის უვნებლობის რისკების პრევენცია და მართვაა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული დღის დაწესება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობას მსოფლიოსათვის, რაც  ადამიანის ჯანმრთელობასთან, ქვეყნის კეთილდღეობასთან, სოფლის მეურნეობასთან, ბიზნესთან, ტურიზმთან და, ზოგადად, ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.

“ფერმიდან სუფრამდე” – სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპის მიხედვით, ყველა რგოლის – სახელმწიფოს, მწარმოებლის და მომხმარებლის ჩართულობა და როლი უმნიშვნელოვანესია.

სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს, იზიარებს თანამედროვე მიდგომებსა და გამოწვევებს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი. გაიზარდა ბიზნესსექტორის ინფორმირებულობა. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, შემუშავდა ახალი რეგულაციები, რაც ხელს შეუწყობს სამომხმარებლო ბაზარზე ვითარების გაჯანსაღებასა და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები