ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

“ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში და პანდემიის პერიოდში საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს”, -ამის შესახებ ინფორმაციას “ლიბერთი ბანკი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეიდან, ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობისას არ დაიხარჯება მობილური ინტერნეტი და გამოყენება უკვე იმ შემთხვევაშიც კი იქნება შესაძლებელი თუ მობილურის ბალანსზე თანხა ან მობილური ინტერნეტის მეგაბაიტები ხელმისაწვდომი არ არის. მობილური ინტერნეტის გარეშე მობაილ ბანკის გამოყენება მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ნებისმიერი საბანკო ოპერაცია დისტანციურად და სრულიად უფასოდ შეასრულოს.

ლიბერთის მობაილ ბანკის მობილური ინტერნეტის გარეშე გამოყენება ნებისმიერი ოპერატორის აბონენტებს შეეძლებათ – სიახლე მაგთიკომის, სილქნეტისა და ბილაინის ნებისმიერი მომხმარებლისთვის მოქმედებს.

საცალო საბანკო მომსახურების დირექტორის, გიორგი მაკარიძის განცხადებით, მობაილ ბანკის მომხმარებლების რაოდენობის ზრდამ, დისტანციური არხების განვითარების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„ჩვენი დისტანციური არხები სრულიად მომზადებული შეხვდა პანდემიას და მომხმარებელს მიეცა საშუალება კომფორტულად და სახლიდან გაუსვლელად ესარგებლა ნებისმიერი საბანკო სერვისით. მობაილ ბანკის მომხმარებლების რაოდენობამ განსაკუთრებული ზრდა განიცადა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დისტანციური არხების განვითარების მნიშვნელობას. ჩვენი მიზანია ჩვენს ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება შეუფერხებლად და ნებისმიერ დროს შევთავაზოთ მისთვის საჭირო სერვისები. სიახლის დანერგვის მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს გახდა”, – აღნიშნა გიორგი მაკარიძემ.

“ლიბერთის განახლებულ მობაილ ბანკში Covid19-ის პერიოდში არაერთი შეღავათი გახდა ხელმისაწვდომი – კომუნალურების გადახდა უკვე 3 თვეზე მეტია საკომისიოს გარეშე მიმდინარეობს, ასევე მოქმედებს სპეც.კურსი თანხის კონვერტაციისას. მობაილ ბანკი ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android-ის მომხმარებლისთვის: www.365.ge

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge”, – ნათქვამია ლიბერთი ბანკის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები