სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირთაგ ასადოვი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკითხება.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებას მასთან კითხვები რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით აქვს.
ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე აწარმოებს, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“. სუს-ის ინფორმაციით, არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.