მამაკაცზე, რომელიც ვარკეთილში სახლიდან უმისამართოდ ისროდა, დამატებითი დეტალები ვრცელდება – მასზე მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
მამაკაცზე მეუღლის მიმართ ძალადობისთვის შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული. აღნიშნული ფაქტი “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს.
“2018 წელს მეუღლის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის (სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე) ერთი თვის ვადით გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი”, – აცხადებენ სამინისტროში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები