რომან კაკულია: მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა შეიძლება, იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი, ვისაც ამ მოცემულობაში თავისი თავის იმედი არ აქვს

“მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა შეიძლება, იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი, ვისაც ამ მოცემულობაში თავისი თავის იმედი არ აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, მოგროვდება პარლამენტარების რაოდენობა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

„მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა შეიძლება, იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი, ვისაც ამ მოცემულობაში თავისი თავის იმედი არ აქვს. იმედი მაქვს, რომ ყველა ლოგიკურად შეხედავს ამ ყველაფერს და მზაობა ჩვენთან გუნდში ნამდვილად არის. ამას მხარს უჭერს ბევრი ოპოზიციური წარმომადგენელიც. ვფიქრობ, მოგროვდება რაოდენობა იმ პარლამენტარებისა, რომლებიც ამ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მიიღებენ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები