ლევან კობერიძე: როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისე მე არასოდეს დავჯდები მაგიდასთან, სადაც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი თანავარსკვლავედია წარმოდგენილი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე, „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის შეთავაზებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, იქ სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“ მისი ადგილი არ არის და ის აზრი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია თუ დამოუკიდებელი დეპუტატები ერთად შეიკრიბონ და ასე მოიპოვონ გამარჯვება არჩევნებში, ორპოლუსიანობის ნარატივია.

„როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისე მე არასოდეს დავჯდები იმ მაგიდასთან, სადაც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი თანავარსკვლავედია წარმოდგენილი! ჩემთვის ეს ორპოლუსიანობა არის წითელი ხაზი. ჩემი ამოცანაა, ისეთ პოლიტიკურ გუნდთან ერთად მივიღო მონაწილეობა არჩევნებში, რომელიც “ქართულ ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც” გაწევს პოლიტიკიდან!“ , – განაცხადა კობერიძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები