ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას

“გარკვეული საჭიროებები გამოვლინდა ჯანდაცვაში, ყოველივე ამას უფრო გლობალურად უნდა მივუდგეთ, რადგან გვქონდეს სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო ღონისძიებების გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პირობებში ის შეძლებს, ყველანაირ გამოწვევას შესაფერისი პასუხი გასცეს”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაშიც გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა, რომელთა გამოსწორებაზეც მუშაობა დაიწყება.

„უფრო კორექტული იქნება, თუ ჩვენ დაველოდებით ანგარიშს და მერე უკვე ფართო საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ ერთობლივად, თუ რას დაინახავს სუსტ წერტილად საზოგადოება, ისევე როგორც პარლამენტი, რომელიც ჩვენთან ერთად აქტიურად იყო ჩართული კოვიდსტრატეგიის დაგეგმარებასა და ყველა იმ ღონისძიების გატარებაში, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და ყოველივე ამის შემდეგ, ფართო განხილვის საგანი გავხადოთ ეს და ერთობლივად დავადგინოთ ის სხვა სუსტი წერტილები, რომლებიც შესაძლოა, მთავრობას ამ ეტაპისთვის არ აქვს დადგენილი. რა თქმა უნდა, გარკვეული საჭიროებები გამოვლინდა ჯანდაცვაში, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მივუდგეთ ყოველივე ამას მეტად უფრო გლობალურად, რადგან ჩვენ გვქონდეს სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო ღონისძიებების გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პირობებში ის შეძლებს, გასცეს შესაფერისი პასუხი ყველანაირ გამოწვევას. მე ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემას. მე უბრალოდ ვიგულისხმე ის, რომ ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები