ეკატერინე ტიკარაძე: მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, პრემიერი არსად წასვლას არ აპირებს
“მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, პრემიერმინისტრი არსად წასვლას არ აპირებს”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, პრემიერმინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერმინისტრმა აჩვენა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.